суббота, 13 июля 2013 г.

პროექტი



1. პროექტის სახელწოდება:   გაუფრთხილდეთ და დავიცვათ ცხოველები

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: საკუთარი უნარების სწორად წარმართვა გლობალური გარემოს დასაცავად

3. პროექტის აქტუალობა:  
ცხოველების განადგურებამ მასშტაბური სახე მიიღო მთელს საქართველოში. ცხოველთა  მრავალი სახეობა გადაშენების პირას არის მისული ადამიანების დაუდევრობის გამო.  მიმაჩნია რომ ბავშვებმა უნდა იცოდდნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი არსებობა ჩვენს სამყაროში.უნდა მივიდნენ დასკვნამდე რომ ცხოველებს დაცვა და გაფრთხილება სჭირდებათ.

4. პროექტის მიზნები:
საქართველოს გლობალური პრობლემის კვლევა, გამომწვევი მიზეზების გარკვევა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. შემოქმედებითი, თნამშრომლობის, პასუხისმგებლობის, სხვისი აზრის პატივისცემის უნარების განვითერბა.

5. მონაწილეთა ასაკი:  9–10 წელი

6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 

9.პროექტის მსვლელობა:(ძირითადი აქტივობები)

 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ქართული ენა და ლიტერატურა; ბუნებიმეტყველება; 



ქართ. III. 1. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის დანიშნულებისა და ადრესატის ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო ქცევის წარმართვა ადრესატის გათვალისწინებით.
  •  მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, სიტუაციურ თამაშებში, წარმართავს დიალოგებს სხვადასხვა ადრესატთან (თანაკლასელთან, მასწავლებელთან) ერთსა და იმავე თემაზე და ადეკვატურად შეარჩევს შესაბამის სამეტყველო სტილს.

ქართ. III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. 

  •   წაკითხული ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და აფასებს სხვების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს (რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს).
 ქარ. III. 9. მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას  და/ან  თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.
  • გრაფიკული რედაქტორის (painter) გამოყენებით, სურათებისა და სიტყვების კოლაჟით გადმოსცემს მთლიანი ტექსტის ან მისი საკვანძო ეპიზოდის შინაარსს;
  • ნაცნობი ტექსტისთვის შეარჩევს თანმხლებ მუსიკას, ხმოვან ეფექტებს; 



ქართ. III. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი მიზნობრივი ტექსტების დაწერა და შესაბამისად გაფორმება.
  • წერს მარტივ ინსტრუქციებს (მაგ., როგორ უნდა მოვიქცეთ ქუჩის გადასასვლელებზე, როგორ მოვუაროთ შინაურ ცხოველებს, როგორ გავუფრთხილდეთ სასკოლო ნივთებს და ა. შ.);
           
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ცირა სართანია

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: sartaniacira@gmail.com